პროექტის სახელწოდება:
ეკოლოგია, ეკოლოგიური პრობლემები.
პროექტის მთავარი იდეა (თემა)1–2 წინადადებით:
ეკოლოგიური პრობლემები, გარდაუვალი ეკოლოგიური კატასტროფა.
პროექტის აქტუალობა: გარემოსა და ჰაერის დაბინძურება,
გამწვანების პრობლემები, უპატრონო ძაღლები და ამის შედეგად გამოწვეული პრობლემები.
პროექტის მიზნები: უკეთ გაერკვიონ ეკოლოგიურ
პრობლემებში, რომლებიც ჩვენს გარშემოა. გაუჩნდეთ
სურვილი, რომ თვითონაც მიიღონ მონაწილეობა
ამ პრობლემის აღმოფხვრაში.უნდა გაითავისონ რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოფრთხილება სჭირდება.
მონაწილეთა ასაკი:
IX კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა:
4 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება
შეიქმნას: ბუკლეტები, რომლებიც მოუწოდებენ
რომ არ შეიძლება დანაგვიანება.სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, მამკოდის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის
დასუფთავება და ამკრძალავი ნიშნების დაყენება:“ნუ დაანაგვიანებთ“ , „ჯარიმა 200 ლარი“
და ა.შ.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქაღალდის ფორმატი, კომპიუტერი, პროექტორი, ბუკლეტები,
ფოტოაპარატი, ინტერნეტ–მასალიდან მოძიებული სხვადასხვა ინფორმაცია.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): თავდაპირველად
მასწავლებელი ესაუბრება
შემდეგ კითხულობენ ტექსტს „ კუს ტბის გარშემო ტერიტორიაზე
არსებული პრობლემები“ აანალიზებენ და მსჯელობენ. შემდეგ ეტაპზე ისმენენ ინტერვიუს „თბილისის
ზღვის პრობლემები“. მოსმენის შემდეგ მასწავლებელი სვამს შეკითხვებს და მოსწავლეები
პასუხობენ. მომდევნო ეტაპზე მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს სურათებს, სადაც გამოსახულია
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და პლაჟი ეკოლოგიურ აქციამდე და ეკოლოგიური აქციის
შემდეგ. მათ უნდა იპოვონ ხუთი განსხვავება.შემდეგ მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს სამ
ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს აძლევს დავალებას: I
ჯგუფი – „დაბინძურების პრობლემა ჩემს ქალაქში“. II ჯგუფი – „გამწვანების
პრობლემა“. I
I I - ჯგუფი – „უპატრონო ძაღლები“. მოსწავლეები აგროვებენ
ინფორმაციას მიცემული თემის ირგვლივ, უღებენ ფოტოებს გარშემო მიმოძრილ ნაგავს, გაჩეხილ
ხეებს, უპატრონო ძაღლებს და აფორმებენ პროექტს. მათ უნდა იპოვონ თითოეული პრობლემის
გადაჭრის თავისეული ვერსია. ჯგუფი ირჩევს ლიდერს, რომელიც წარადგენს პროექტს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: კავშირი გეოგრაფიასთან, ისტ – სთან.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): იზოლდა
აბესაძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: izoldaabesadze@gmail.com
No comments:
Post a Comment